ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის შემდეგ იმ 4 კლუბის ვინაობა გაირკვა, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “კრისტალ პალასი” დაამარცხა, ხოლო “ლივერპულმა” “ჩელსისთან” დაკარგა ქულები და მე-4 ადგილის შანსი საბოლოოდ გადაიწურა. ახლა ოთხეულში ისღაა გასარკვევი, თუ რომელ ადგილებს გაინაწილებენ: “სიტი”, “არსენალი” და “იუნაიტედი”.
ტური “გუდისონ პარკზე” გაიხსნა, სადაც “ევერტონმა” პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “სანდერლენდი” მიიღო და დამარცხდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მალევე დენი გრემმა მოახერხა გატანა, ხოლო მატჩის მიწურულს დანიელ დეფომ იხეირა – 0:2.
6 ტურის წინ “ლესტერი” ჩემპიონშიფის საგზურისთვის განწირული გახლდათ, თუმცა ნაიჯელ პირსონის გუნდმა მცირე სასწაული შემოგვთავაზა, ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და პრემიერლიგაში დარჩენის ძალიან კარგი შანსი აქვს. “მელიებმა” გუშინ “საუთჰემპტონს” მაჰრეზის დუბლით სძლიეს შინ - 2:0.
“ბრიტანია სთედიუმზე” შერცხვა “ტოტენჰემი”, რომელიც ადგილობრივ “სტოკთან” განადგურდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ადამისა და ნ’ზონზის გოლებით მოიგეს. მეორე ტაიმი დაიწყისში “მამლებს” ვლად კირიკეში გაუძევეს, რითაც მარკ ჰიუზის შეგირდებმა ისარგებლეს და მატჩის მიწურულს დიუფმა მესამეც გაუტანა – 3:0.
სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა “მანჩესტერ იუნატედმა”, რომელმაც ლონდონში “კრისტალ პალასს” მოუგო. “წითელმა ეშმაკებმა” ტაიმის ხუან მატას ზუსტი პენალტით მოიგეს. 57-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პანჩონმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 78-ე წუთზე მარუან ფელაინიმ გაიტანა – 1:2.
უმნივნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა “ასტონ ვილამ”, რითაც პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბირმინგემელებმა ტომ კლევერლის გოლით შინ მოუგეს “ვესტ ჰემს” – 1:0.
მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა “ნიუკასლმა”, რომელმაც “სენჯ ჯეიმს პარკზე” “ვესტ ბრომვიჩს” ვერ აჯობა, ხოლო “ჰალ სიტიმ” უკვე გავარდნილ “ბარნლისთან” წააგო და ახლა, თავადაც ძალიან გაუჭირდება უძლიერესთა შორის დარჩენა.
დღეს ტურის ორივე შეხვედრა გაიმართა. “მანჩესტერ სიტიმ” შინ “ქუინზ პარკ რეინჯერსი” მიიღო, გაანადგურა და ჩემპიონშიფის საგზური გაუფორმა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა სერხიო აგუერო, ხოლო მილნერმა, სილვამ და კოლაროვმა თითო გოლი გაიტანეს – 6:0.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი “სტემფორდ ბრიჯზე” შედგა, სადაც ინგლისის აწ უკვე მოქმედმა ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ფრედ ეთამაშა. ანგარიში მე-6 წუთზე ჯონ ტერიმ გახსნა თავური დარტყმით, რომელსაც სტივენ ჯერარდი არ ჩამორჩა და ტაიმის ბოლოს “ჩელსის” კაპიტნის მსგავსად, თავური დარტყმით მოახერხა გატანა. მეორე ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა – 1:1.
ევერტონი – სანდერლენდი 0:2 (0:0)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი (გარბატი 74), ბერი (მირალაში 62), მაკკარტი, ოსმანი, ბარკლი, ლენონი (მაკგიდი 86), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ბრაუნი, კოატესი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, ლარსონი (ბრიდკუტი 84), კატერმოლი, ხ.გომესი, ვიკჰემი (ს.ფლეტჩერი 84), დეფო, გრემი (ჯონსონი 74).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გოლები: 0:1 გრემი (53), 0:2 დეფო (85).
გაფრთხილებები: კოულმენი, გარბატი – ბრაუნი, ხ.გომესი, დეფო
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 22(4)-10(3), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 15-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4
ჰალი – ბარნლი 0:1 (0:0)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი (3-5-2): ჰარპერი, მაკშეინი (იელავიჩი 57), დოუსონი, ჩესტერი, ლივერმორი (მეილერი 57), ჰადლსტოუნი, ქუინი, ბრედი, ელმოჰამედი, ნ’დოიე, ალუკო (ა.ერნანდესი 66).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, მი, მ.ტეილორი (იარდი 76), ჯონსი, არფილდი, ბოიდი, ბარნსი, ინგსი (კინი 88).
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლი: ინგსი 62.
გაფრთხილებები: იელავიჩი – ინგსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 21(3)-8(2), ჯარიმა: 16-13, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3
ლესტერი – საუთჰემპტონი 2:0 (2:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი, ჰუტი, ვასილევსკი, მორგანი, ჯეიმსი (დრინკვოთერი 13), კამბიასო, შლუპი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ვარდი (ნუგენტი 70), ულოა (ჰემონდი 78).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გაცანიგა, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა, რიდი, ელია (ლონგი 66), ს.დევისი (დურიჩიჩი 66), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: მაჰრეზი 7;19.
გაფრთხილებები: ვასილევსკი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 31%-69%, დარტყმა: 10(3)-10(3), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-1
სტოკი – ტოტენჰემი 3:0 (2:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბუტლანდი, მუნიესა, შოუკროსი, კამერონი, პიტერსი, ველანი (სიდუელი 88), ნ’ზონზი, არნაუტოვიჩი, ადამი (აირლანდი 73), უოლტერსი (ოდემვინგე 84), დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ფასიო, კირიკეში, დაიერი, ვერტონგენი, ბენტალები, მეისონი, ჩადლი (სოლდადო 61), ერიკსენი, ლამელა (დემბელე 76), კეინი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 1:0 ადამი (21), 2:0 ნ’ზონზი (32), 3:0 დიუფი (86).
გაფრთხილებები: კირიკეში
გაძევება: კირიკეში 51.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 17(9)-9(3), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-6
ასტონ ვილა – ვესტ ჰემი 1:0 (1:0)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი, ვლაარი, ოკორე, რიჩარდსონი, ბაკუნა (ჰატონი 78), ვესტვუდი, დელფი, კლევერლი, ნ’ზოგბია (აგბონლაჰორი 71), გრელიში (კ.სანჩესი 92), ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ბურკი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე, ნობლი (კ,კოული 78), კუაიტე, ნოლანი (სონგი 46), ამალფიტანო (ნენე 46), ე.ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლი: კლევერლი 31.
გაფრთხილებები: ნ’ზოგბია – სონგი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 14(5)-5(1), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-4
ნიუკასლი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, დუმეტი, კოლოჩინი, ანიტა (აბეი 92), გუტიერესი, კოლბეკი, რ.ტეილორი, პერესი (ამეობი 85), სისოკო, კაბელია, რივიერი (სისე 69).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, მაკოლი, ოლსონი, დოუსონი, ლესკოტი, მულუმბუ (მორისონი 55), იაკობი, დ.ფლეტჩერი, გარდნერი (ბერაჰინო 69), ბრანტი, ანიჩებე (მაკმანამანი 78).
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 0:1 ანიჩებე (32), 1:1 პერესი (41).
გაფრთხილებები: გუტიერესი, რ.ტეილორი – დოუსონი, მორისონი, იაკობი
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 14(4)-8(3), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-3
კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, ლედლი (პანჩონი 46), იედინაკი (ლი 84), ზაჰა (შამახი 85), მაკარტური, ბოლასი, მურეი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი (მაკნაირი 84), ჯონსი, შოუ (ევანსი 40), ა.ვალენსია, ბლინდი, ფელაინი, ერერა, მატა, იანგი, რუნი (ფალკაო 46).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1 მატა (19 პენ.), 1:1 პანჩონი (57), 1:2 ფელაინი (84).
გაფრთხილებები: ერერა
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 13(4)-13(4), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-3
მანჩესტერ სიტი – ქპრ 6:0 (2:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, მანგალა, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდო, ფერნანდინიო (ტურე 75), ლამპარდი (ბონი 63), მილნერი (ნავასი 82), სილვა, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ქპრ (3-4-1-2): გრინი, დანი, ჰოლი, კოლკერი, ბარტონი, ჰენრი, ფილიპსი, იუნი (რაიტ-ფილიპსი 86), ფერი (კრანჩარი 78), ზამორა (ჰოილეტი 53), ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
გოლები: 1:0;3:0;4:0 აგუერო (4;50;65 პენ.), 2:0 კოლაროვი (32), 5:0 მილნერი (70), 6:0 სილვა (87).
გაფრთხილებები: ბარტონი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 23(11)-8(3), ჯარიმა: 12-7, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-5
ჩელსი – ლივერპული 1:1 (1:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა (კეჰილი 35), ტერი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, ლოფტუს-ჩიკი (მატიჩი 61), მიკელი, ფაბრეგასი, აზარი, ვილიანი, რემი (კუადრადო 84).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ლივერპული (4-3-3): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, ჩანი, ჯონსონი, ჰენდერსონი, ჯერარდი (ლეივა 79), კოუტინიო, ლალანა (აიბი 71), სტერლინგი, ლამბერტი (სინკლერი 68).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 ტერი (6), 1:1 ჯერარდი (44).
გაფრთხილებები: ფაბრეგასი, ივანოვიჩი, მიკელი – ლალანა, შკრტელი, ლამბერტი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 8(3)-15(4), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-2