“მანჩესტერ იუნაიტედი” “ლიონის 23 წლის ფრანგი შემტევით, ალექსანდრ ლაკაზეტით დაინტერესდა. ინფორმაციას Goal.com ავრცელებს. ინგლისური კლუბი მზადაა ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“მანჩესტერი” ლაკაზეტის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ლაკაზეტის ყიდვას პსჟ-ც აპირებს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ალექსანდრემ 39 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.