“ლივერპული” “დორტმუნდის” გაბონელი შემტევით, პიერ ემერიკ ობამეიანგით დაინტერესდა. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს. ტრანსფერი ზაფხულში იგეგმება, “მერსისაიდელები” მოლაპარაკებების დაწყებას უაზლოეს მომავალში აპირებენ.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 8 პასი გააკეთა. ობამეიანგი 2009-წლიდან გაბონის ეროვნული ნაკრების წევრიცაა, 39 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.