ჭადრაკი

13:44 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია გამარჯვებასთან ახლოსაა

აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, შეჯიბრს 5 ლიდერი ჰყავს: ლევან ფანცულაია (საქართველო, 2603), პუია იდანი (ირანი, 2526) და ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2640), სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია, 2642) და გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი, 2612).

ბოლოსწინა მე-8 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით ხსენებულ იდანის დაუზავდა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა, დასკვნით პარტიაში კი თეთრებით ინდოელ აბიჯეტ გუპტას (2603) ეთამაშება. საინტერესო იქნება გუსეინოვ-ტივიაკოვის და საფარლი-იდანის პარტიებიც.

დასკვნითი ტურის წინ, აზერბაიჯანულ ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 7. ლუკა პაიჭაძე (2556) – 5.5; 10. ირაკლი ბერაძე (2310) – 5.0; 38. ნინო ხომერიკი (2228) – 4.0; 40. გიორგი სიბაშვილი (2361) – 3.5;50. ბაჩანა მორჩიაშვილი (2322) – 3.0; 57. ნინო ხურციძე (2451) – 2.5;

0.11546