ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ და უნგრელმა ნაომი ტოტკამ, რომელთაც ისრაელის ქალაქ აშქელონში გამართულ 10-ათასიან ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნდათ, პირველობა არავის დაუთმეს.
საინტერესოა, რომ ქართულ-უნგრულ დუეტს გამარჯვებისთვის 2 მატჩის მოგება ეყო. ბოლქვაძემ და ტოტკამ პირველ რაუნდში დაისვენებს, მეოთხედფინალში სათამაშოდ მათთან მეტოქეები არ გამოცხადდნენ, ნახევარფინალში ებრაელებს – ლანკრის და ნიკოლაევას 6:2, 7:6 (7:3) სძლიეს, ფინალში კი ბრიტანელი დეიგმანი და ბელგიელი შოლსენი 6:0, 6:2 დაამარცხეს.
ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც პირველ ნომრად განთესილ დენიზ ხაზანიუკთან 2:6, 5:7 წააგო.