მადრიდის "მასტერზ1000"-ის ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი პეტრა კვიტოვა გახდა. კვიტოვამ ფინალში რუსი სვეტლანა კუზნეცოვა 6:1, 6:2 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პეტრამ 4 ბრეიკი შეასრულა და ამდენივე ეისი ჩააწოდა.
ჩეხმა მადრიდის ტურნირი მეორედ მოიგო, ხოლო კარიერაში WTA-ის მე-16 ტიტული დაისაკუთრა.
"უიმბლდონის" 2-გზის ჩემპიონმა"Mutua Madrid Open"- ის მოგებით 799,450 ამერიკულ დოლარი და სარეიტინგო 1000 ქულა გამოიმუშავა.
კვიტოვა - კუზნეცოვას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: