მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მწვანე მინდორზე ბრწყინავს ხოლმე, ამჯერად ყურადღების ცენტრში სხვაგვარადაც მოექცა. 30 წლის ფეხბურთელმა ნეპალის მოსახლეობას ქველმოქმედების მიზნით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა. რონალდუს მიერ გაღებული თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება.