ფეხბურთი

19:26 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის დარჩენილი ხუთი მატჩი გაიმართა. ლიდერმა გორის “დილამ” შინ “კოლხეთს” ირაკლი მოდებაძის გოლით მოუგო და რადგან ტურის მთავარ შეხვედრაში ბათუმელი და თბილისელი დინამოელები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ახლა, ტურნირის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე გორელები უშუალო მდევარ ბათუმის “დინამოს” უკვე ხუთი ქულით უსწრებენ.

“სამტრედიამ” ლანჩხუთში “გურიასთან” წააგო და როგორც ჩანს, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას საბოლოოდ დაემშვიდობა. “ზუგდიდმა”და “ჩიხურამ” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. “ტორპედომ”კი ბოლოსკენ გატეხა “სიონი.”

პარასკევს ტურის ორი მატჩი გაიმართა. მარტვილში “მერანმა” “მეტალურგს” 3:0 მოუგო. ეს ჭყონდიდელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ, თუ ამას “ზესტაფონთან” ტექნიკურ მოგებასაც დავუმატებთ, ბოლო სამ ტურში 9 ქულა გამოდის, შედეგად მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. რუსთაველები კი მიჯრით მერვედ დამარცხდნენ. გაზაფხულზე 12 მატჩში მათ მხოლოდ ერთი ქულა აიღეს (11 წაგება, ერთი ფრე). მიზეზი გასაგებია, უფულობა.

“შუქურამ” კი სტუმრად მეორე აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა.

8 მაისი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 0:1 (0:0)

0:1 ზვიად მეტრეველი (70)

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (0:0)

1:0 აკაკი შულაია (47), 2:0 დათა ციცხვაია (49), 3:0 ნოდარ კიკნაველიძე (75)

9 მაისი

დინამო (ბათუმი) – დინამო (თბილისი) 0:0

გურია (ლანჩხუთი) – სამტრედია 3:1 (2:0)

1:0 ვილი ისიანი (19), 2:0 დიმიტრი ზოზულია (42), 2:1 დიმიტრი ზოზულია (50, საკუთარ კარში), 3:1 იური შეველი (90)

ზუგდიდიჩიხურა (საჩხერე) 1:1 (1:1)

1:0 დავით მეგრელიშვილი (35), 1:1 ლაშა ჩიკვაიძე (38)

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)

1:0 ვახტანგ კვარაცხელია (89)

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (0:0)

1:0 ირაკლი მოდებაძე (46)

ცხინვალიზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება ზესტაფონს)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

27

17

6

4

45

20

25

57

დინამო ბთ

27

16

4

7

34

22

12

52

დინამო თბ

27

15

6

6

44

26

18

51

ცხინვალი

27

15

3

9

39

34

5

48

სამტრედია

27

12

6

9

35

26

9

42

ჩიხურა

27

11

7

9

35

31

4

40

გურია

27

10

8

9

33

36

-3

38

შუქურა

27

10

7

10

33

35

-2

37

ტორპედო

27

9

10

8

35

30

5

37

მერანი

27

9

8

10

26

25

1

35

კოლხეთი ფ

27

8

9

10

27

29

-2

33

ზუგდიდი

27

7

9

11

20

35

-15

30

ზესტაფონი

27

6

8

13

40

52

-12

26

მეტალურგი

27

6

6

15

22

38

-16

24

სიონი

27

6

5

16

25

43

-18

23

ვიტ-ჯორჯია

27

6

4

17

26

37

-11

22

მეგოლეები:

14 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამოთბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.127306