გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარი ტვიტერის ოფიაციალურ გვერდზე 2015-2016 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა.
ახალი მაისური "რეკორდმაისტერისთვის" ტრადიციული წითელი ფერის იქნება. მიმდინარე სეზონში "ბაიერნი" უმეტესწილად წითელ და ლურჯ ზოლიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა ტექნიკურმა სპონსორმა "ადიდასმა" გერმანულ მანქანას მომავალი სეზონისთვის ახალი დიზაინის მაისურები დაუმზადა.