ფეხბურთი

16:34 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჯენოამ” უეფას ლიცენზია ვერ მიიღო

იტალიურმა “ჯენოამ” ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლოა მომავალ სეზონში ევროტურნირზე გამოსვლა მაინც ვერ შეძლოს.

როგორც Football Italia იუწყება, “ჯენოა” სერია ა-ში ერთადერთი კლუბია, რომელმაც უეფას ლიცენზია ვერ მიიღო, რის გამოც, გენუელებს ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. წყაროს ცნობით, კლუბს შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

“ჯენოა” იტალიის ჩემპიონატში 34 ტურის შემდეგ 50 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

თეგები“ჯენოა”
0.11951