კალათბურთი

14:08 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა ლარი ბერდს და სტივ ნეშს გადაასწრო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მატჩში “ჩიკაგომ” შინ “კლივლენდ კავალიერსი” 99:96 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 27 ქულა 14 პასი და 8 მოხსნა შესძინა.

ლებრონ ჯეიმსს ამ მატჩამდე ნბა-ს პლეი ოფებში 1059 პასი ჰქონდა გაკეთებული, ლარი ბერდს – 1062 და სტივ ნეშს - 1061. “ჩიკაგოსთან” შეხვედრის შემდეგ ლებრონს 1073 პასი დაუგროვდა და პლეი ოფებში ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ნბა-ს პლეი ოფების საუკეთესო 10 მეპასე:

  1. მეჯიქ ჯონსონი 2346 პასი
  2. ჯონ სტოკტონი 1839
  3. ჯეისონ კიდი 1263
  4. ლებრონ ჯეიმსი 1073
  5. ლარი ბერდი 1062
  6. სტივ ნეში 1061
  7. ტონი პარკერი 1059
  8. სკოტი პიპენი 1048
  9. კობი ბრაიანტი 1040
  10. მაიკლ ჯორდანი 1022

0.116504