Tuttosport-ის ცნობით, “ლივერპული” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველით ანდრეა პირლოთი დაინტერესდა. წყაროს ინფორმაციით, “მერსისაიდელებმა” 35 წლის იტალიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.
ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირლოს გადაბირება ლონდონის “ჩელსის”, “ბოკა ხუნიორსს” და MLS-ის კლუბებს სურთ.
პირლოს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. ის ტურინელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს და “ბებერი ქალბატონის” მაისურით 117 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლი გაიტანა. 2001-დან 2011 წლამდე ანდრეა “მილანში” თამაშობდა. ნახევარმცველი 2002 წლიდან იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია.