მადრიდის "რეალი" და სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ "სქაი სპორტი" იუწყება. 29 წლის ფეხბურთელი ანაზღაურების სახით სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვს, "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელები კი მხოლოდ 7 მილიონის გაღებას გეგმავენ. რამოსს გუნდთან მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.
სერხიო რამოსი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გუნდის ძირითად შემადგენლობაში მას შემდეგ რეგულარულად ხვდება, მანამდე კი "სევილიას" ღირსებასაც იცავდა.