ფეხბურთი

19:13 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერები ისევ აგებენ

პარასკევს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. მარტვილში “მერანმა” “მეტალურგს” 3:0 მოუგო. ეს ჭყონდიდელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ, თუ ამას “ზესტაფონთან” ტექნიკურ მოგებასაც დავუმატებთ, ბოლო სამ ტურში 9 ქულა გამოდის, შედეგად მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. რუსთაველები კი მიჯრით მერვედ დამარცხდნენ. გაზაფხულზე 12 მატჩში მათ მხოლოდ ერთი ქულა აიღეს (11 წაგება, ერთი ფრე). მიზეზი გასაგებია, უფულობა.

“შუქურამ” კი სტუმრად მეორე აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა. ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს გაიმართება.

8 მაისი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 0:1 (0:0)

0:1 ზვიად მეტრეველი (70)

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (0:0)

1:0 აკაკი შულაია (47), 2:0 დათა ციცხვაია (49), 3:0 ნოდარ კიკნაველიძე (75)

9 მაისი

დინამო (ბათუმი) – დინამო (თბილისი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, მ. კუპატაძე, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

გურია (ლანჩხუთი) – სამტრედია

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: ერეკლე კილაძე, კობა შალამბერიძე (ორივე გურია); ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია)

პირველ წრეში: 1:3

ზუგდიდიჩიხურა (საჩხერე)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 17:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ს. სპიცინი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ღონღაძე, გოდერძი მაჩაიძე (ორივე ზუგდიდი)

პირველ წრეში: 0:1

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)

ქუთაისი. “რამაზ შენგელია.” 17:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ბ. ჭიჭინაძე, ა. ჟივიძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

ცხინვალიზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება ზესტაფონს)

მეგოლეები:

13 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამოთბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.119673