ფეხბურთი

18:58 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რეალისტი, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ"

გერმანიის ბუნდესლიგის მორიგი კალენდარული ტურის წინ, რომელშიც "რეკორდმაისტერი" "აუგსბურგს" უმასპინძლებს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ბაიერნის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" თამაშის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლას თქმით, იგი ხასიათით მებრძოლი ადამიანია და საპასუხო შეხვედრაში წარმატებისთვის მისი გუნდი ყველაფერს გაიღებს.

"შესაძლოა ტომას მიულერი არ უნდა შემეცვალა, ეს ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ ამავდრულად ეს ჩემივე გადაწყვეტილება გახლდათ. ახლა ჩემი გუნდისთვის მაქსიმუმი მინდა.

ჩვენ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ. რამდენჯერ შეუსრულებია "ბაიერნს" სეზონში ჰეთ-თრიქი?, - ერთხელ! კარგი. ჩემი ბიჭებით ვამაყობ.

არ იქნება ადვილი, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ და საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ.

მარიო გიოტცე საუკეთესო პროფესიონალია მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. მას თავისი სტილი აქვს და მაღალი დონის ფეხბურთელია.

"ბაიერნი", რომელიც უკვე თავისი ქვეყნის ჩემპიონია, "აუგსბურგს" 9 მაისს დაუხვდება, ხოლო "ბარსელონას" 12 მაისს უმასპინძლებს.

0.128254