ფეხბურთი

18:19 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძე: “გოლების გატანა სუპერლიგაშიც შემიძლია”

“ორჰუსის” ფორვარდი მათე ვაწაძე, რომელიც 18 გატანილი ბურთით დანიის პირველ დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირია, დარწმუნებულია, რომ გოლებს სუპერლიგაშიც გაიტანს, სადაც მომავალ სეზონში მისი გუნდი იასპარეზებს.

“ეს ისაა რაც მე შემიძლია. სუპერლიგაში მითამაშია და გოლებიც გამიტანია, მაგრამ ტრავმამ ხელი შემიშალა. სუპერლიგაში გაცილებით მაღალი დონეა, მაგრამ ვიცი, რომ გოლების გატანა იქაც შემიძლია. ვფიქრობ, მართლაც კარგი გუნდი გვყავს. მომავალ სეზონში შეიძლება უკეთესადაც ვითამაშოთ. ასეთ დროს თავდამსხმელისთვის თავის გამოჩენა უფრო ადვილია” - tipsbladet.dk-ი ვაწაძის სიტყვებს.

“ორჰუსის” პირველ დივიზიონში დაქვეითებამდე ვაწაძემ დანიის სუპერლიგაში ორი სეზონის გაატარა და 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა. უფრო შედეგიანად თამაშში ხელი ტრავმებმა შეუშალა, რომელთა გამო დიდი დრო გაუცდა. 26 წლის ქართველ ფორვარდს “ორჰუსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს.

0.12234