ტურინის "იუვენტუსის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ თითქმის ორთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიში განაახლა. "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 22 წლის მოთამაშის შესახებ "კალიარისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოგბა სარდინიელებთან ითამაშებს.
"პოგბამ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თანაც მან კარგი წვრთნა ჩაატარა. მჯერა არსებობს შანსი, რომ მან "კალიარისთან" ითამაშოს, ან პირველივე წუთიდან, ან შეცვლაზე", - განაცხადა ალეგრიმ.
პოლ პოგბა ბოლოს მოედანზე 18 მარტს, "დორტმუნდთან" მატჩისას იყო და სწორედ იმ შეხვედრაში დაშავდა ნიჭიერი ნახევარმცველი. "იუვენტუსი" - "კალიარის" 9 მაისს, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.