უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის ნახევარფინალური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის “დნიპროს” და “სევილიას” 4-4 წარმომადგენელი ჰყავთ, “ნაპოლის” – 2, ხოლო “ფიორენტინას” – 1.
ფლორენციელებმა ანდალუსიელებთან სტუმრად 0:3 წააგეს, თუმცა მოჰამედ სალაჰი სიმბოლურში მაინც მოხვდა. უეფას შეფასებით, მართალია “ფიორენტინა” ჩრდილქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ეგვიპტელი სახიფათო მომენტებს ქმნიდა, განმეორებით მატჩში ვინჩენცო მონტელას იმედი იქნება და სიმბოლურში ადგილი დაიმსახურა.
პირველი მატჩების გათვალისწინებით, ევროპის ლიგის სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დენის ბოიკო (“დნიპრო”)
მცველები: ალექს ვიდალი (“სევილია”), დუგლასი (“დნიპრო”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), ბენუა ტრემულინასი (“სევილია”).
ნახევარმცველები: დავიდ ლოპესი (“ნაპოლი”), რუსლან როტანი (“დნიპრო”), შტეფან მბია (“სევილია”), ევგენი კონოპლიანკა (“დნიპრო”).
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (“ფიორენტინა”), კარლოს ბაკა (“სევილია”).