სხვა

14:31 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები რუმინეთის ჩემპიონატს გამოეთიშნენ

რუმინეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მოულოდნელად გამოეთიშა ოდორჰეი - ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა მეოთხედფინალის მეორე მატჩიც წააგო - შინაც დამარცხდა პოტაისა ტურდასთან, 31-33.

რეგულარული, ორწრიანი სეზონი ოდორჰეიმ მოიგო, ტურდა კი მერვე ადგილზე გავიდა და ლიდერს 21 ქულით ჩამორჩა, პლეიოფში ბრძოლა ორ მოგებამდე იყო. პირველი მატჩი შინ ტურდამ 26-23 მოიგო, მეორეში კი ძირითადი დრო ფრედ, 28-28 დასრულდა და შვიდმეტრიანების სერია დაინიშნა, რომლის შემდეგაც სტუმრებმა 33-31 გამარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. რუსიამ ამ თამაშში 2 გოლი გაიტანა და რუმინეთის ჩემპიონატი 26 მატჩში გატანილი 108 გოლით დაასრულა. ნახევარფინალში გავიდნენ CSM ბუქარესტი, რომელმაც მესამე გადამწყვეტ მატჩში სტუმრდ დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი კონსტანცა, ბაია მარე და დინამო ბუქარესტი

ოდორჰეის სეზონში 2 მატჩი დარჩა სათამაშო - 17 და 24 მაისს თევზაძისა და რუსიას კლუბი სტუმრად და შინ, ჩელენჯ კაპის ფინალში შეხვდება პორტუგალიის ბრაგას.

რუმინეთსვე ჩემპიონატს აგრძელებს ირაკლი ჩიქოვანის კლუბი ტიმიშოარა, რომელიც ნაციონალურ ლიგაში დასარჩენად იბრძვის და ხუთგუნდიან ტურნირში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. უმაღლესში ადგილს სწორედ პირველი ორი გუნდი შეინარჩუნებს.

მაკედონიაში მეორე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის საგზურისთვის იბრძვის რევაზ ჭანტურიას კლუბი, ზომიმაკ სტრუმიცა, რომელიც 4 თამაშიდან 2 მოგებით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. გუნდმა დაამარცხა რადოვიში 37-33 (ჭანტურია - 4 გოლი) და დამარცხდა სკოპიეს ვარდართან - 27-38 (ჭანტურია - 6). ვარდარი იქნება სტრუმიცას მეტოქე მაკედონიის თასის ნახევარფინალში, 17 მაისს.

სერბეთში ფინალურ ექვსეულს 5 მატჩიდან 5 მოგებით ლიდერობს ნოვი სადის ვოივოდინა, სერგო დათუკაშვილი კი ტრავმის გამო არ თამაშობს.

დაბოლოს, 8-10 მაისს თურქეთის სუპერლიგაში გადასასვლელი ტურნირი აქვს ზურაბ სიმონიას, ლექსო წითელიშვილისა და მეკარე ირაკლი ხიდეშეილი კლუბს, აქჩაბათ თუთუნსფორს. დღეს ისინი შეხვდებიან გიოზთეფეს, ხვალ - ჩუკობირლიკის და 10 მაისს - მეტროპოლსფორს. სუპერლიგაში 2 საუკეთესო გუნდი გადავა.

0.122345