ფეხბურთი

13:36 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” და “ინტერი” მბიასთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, კამერუნის ეროვნული ნაკრების და “სევილიას” ნახევარმცველის შტეფან მბიას ხელში ჩასაგდებად მილანის “ინტერი” და “მილანი” იბრძოლებენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის წინადადებით მიმართავენ იტალიური გრანდები ანდალუსიელებს.

გასულ წელს “ნერაძური” აფრიკელი მოთამაშის გადაბირებასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. მილანური კლუბების გარდა ინტერესს მბიას ყოფილი გუნდი “მარსელიც” იჩენს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 9 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.115025