სხვა

12:32 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახლოს ბრინჯაოსთან

ამ დღეებში მინსკმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც თბილისელმა სალომე ფაჟავამ დამაჯერებლად იასპარეზა.

ბელარუსიის დედაქალაქში ქართველ ტანმოვარჯიშეს ოდნავ რომ გამართლებოდა და მსაჯებსაც მეტი ობიექტურობა გამოეჩინათ, რგოლით ვარჯიშში იგი საპრიზო სამეულში მოხვდებოდა, უფრო კონკრეტულად კი ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა. ფინალში არბიტრებმა ფაჟავას 17.883 ქულა აკმარეს და ოდენ მე-6 ადგილს დააჯერეს.

მინკსკში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 28 ქვეყნის 74 ტანმოვარჯიშე შეიკრიბა და მათ შორის სამი ქართველი. უკვე ნახსენები სალომე ფაჟავას გარდა სარბიელზე ნათელა ბოლატაევა და ლიანა ცეცაძეც გამოვიდნენ.

გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა 133.724 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და B ჯგუფიდან ელიტარულ A ჯგუფში გადაინაცვლა.

www.geonoc.org.ge

0.129634