Daily Mail-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონის, ესპანეთის სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება, მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კლუბს მაინც დატოვებს.
ივლისში “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებია და ახალმა ხელმძღვანელმა, წარმატებული სეზონის მიუხედავად, შესაძლოა მწვრთნელი გაანთავისუფლოს.
“მანჩესტერ სიტი” მოვლენების განვითარებას ელოდება და თუ ესპანელი სპეციალისტი თავისუფალი აგენტი გახდება, “ქალაქელები” მანუელ პელეგრინის შემცვლელად სწორედ ენრიკეს აირჩევენ.