ფეხბურთი

11:55 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი 6 თვე იუქმებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელ დანიელ სტარიჯს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს და 6 თვე ფეხბურთს ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელს ბარძაყი მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 18 შეხვედრაში (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) მიიღო მონაწილეობა. ოთხი თვის განმავლობაში სტარიჯი ვერ ივარჯიშებს, შემდეგ კლუბის ექიმები კვლავ გასინჯავენ და თუ სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით ჩაივლის, დანიელი “მერსისაიდელებს” ნოემბრამდე დაუბრუნდება.

0.123702