ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ პოლონურ პუშჩიკოვოში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ მე-6 რეიტინგის მქონე ჩეხი ტერეზა მალიკოვა 6:3, 6:4 დაამარცხა, ფინალის საგზურს კი სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვას შეეცილება.
მე-2 ნომრად მიჩნეულმა ზლოჩოვამ მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელ ნატაშა ფურუკლასს ასევე 6:3, 6:4 მოუგო.