ფეხბურთი

21:58 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ნახევარფინალების შემდგომ კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ რჩეულ 11 ფეხბურთელში გამარჯვებული გუნდების, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” მოთამაშეები სჭარბობენ. ერთადერთი გამონაკლისი მეკარის პოზიცია, სადაც “ბაიერნის” კარის დარაჯ მანუელ ნოიერს ვხედავთ.

სიმბოლური გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)

მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”)

0.117269