ფეხბურთი

21:29 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ბარსა” და “იუვე” ფინალთან ახლოს არიან”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ესპანურ მედიასთან საუბარში, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართული მატჩი შეაფასა. მისი თქმით, “ბარსას” არ უნდა დაავიწყდეს, რომ გერმანიაში სათამაშო აქვს.

"შესანიშნავი, ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ. თუმცა ჯერ კიდევ 90 წუთი დარჩა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ საპასუხო მატჩია.

“ბარსელონა” და “იუვენტუსი” ბერლინიდან ერთ ნაბიჯში არიან, მაგრამ “ბაიერნსა” და “რეალს” მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც განმეორებით მატჩებში ყველაფერს გააკეთებენ.

პოგბა? – ფენომენალური ფეხბურთელია. იგი ჩემზე ახალგაზრდაა და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჩვენთან მას სიამოვნებით ვნახავდი, მისთვის “ბარსელონას” კარი ღიაა”, - განაცხადა ნეიმარმა.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები მომდევნო სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება.

0.148109