ფეხბურთი

21:23 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახათაძის საგოლე პასი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩ ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. რუსეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი მახათაძე.

37-ე წუთზე ბერძნებმა გახსნეს ანგარიში, 59-ე წუთზე კი მახათაძის პასის შემდეგ პლეტნევმა ანგარიში გაათანაბრა. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, მოედანი 69-ე წუთზე დატოვა.

რუსეთის 17-წლამდე ნაკრები 10 მაისს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 13 მაისს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.134777