“მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფი მიკა რიჩარდსის შეძენა პრემიერლიგის დებიუტანტებს “ბორნმუთსა” და “უოტფორდს” სურთ. აღნიშულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი ავრცელებს.
26 წლის მცველი მიმდინარე სეზონს “ფიორენტინაში” ატარებს იჯარის წესით, თუმცა თამაში იქაც იშვიათად უწევს (17 მატჩი ყველა ტურნირზე) და იტალიის დატოვება მოუწევს. რიჩარდსს 30 ივნისს “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტიც ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მიკა მომავალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდსი “მანჩესტერ სიტიში” 2005 წლიდან თამაშობდა. მან ამ დროის განმალობაში “ქალაქური” კლუბის მაისური 245-ჯერ მოირგო და 9 გოლი გაიტანა.