გლაზგოს “სელტიკის” ცენტრალური მცველით ვირჯილ ვან დიკით ინგლისური კლუბები “სანდერლენდი” და “საუთჰემპტონი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს, 23 წლის მცველს 10 მილიონ ფუნტად შეელევა.
ვან დიკმა მიმდინარე სეზონში 56 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.