რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარ Facebook–ზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
“მე ყოველთვის მჯეროდა, ვოცნებობდი და ვცდილობდი, რომ პსვ-სთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი მომეგო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. მე ძალიან მადლიელი ვარ პსვ-სი და მისი გულშემატკივრების, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და მუდამ გვერდში მედგნენ. ყველაფრისთვის მადლობა, ახლა კი დროა, რომ ჩემი გოლებით “მანჩესტერ იუნაიტედს” დავეხმარო ტიტულების მოგებაში.”
დეპაი პსვ-ს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ის ძირითად გუნდში 2011 წელს მოხვდა. მას შემდეგ მემფისმა ჰოლანდიური გრანდის მაისური 122 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.