ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სერჯიო სკარიოლო ოფიციალურად დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ამ პოსტზე უკვე მუშაობდა 2009-2012 წლებში და გუნდს ევრობასკეტი 2-ჯერ მოაგებინა, ოლიმპიურ თამაშებზე კი ფინალში ათამაშა.
სკარიოლოს წასვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელი ხუან ანტონიო ორენგა დაინიშნა, რომელმაც პირენეელები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრიჯაოს მედლებამდე მიიყვანა, გასულ წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე კი მასპინძლები მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ორენგამ თანამდებობა სწორედ 2014 წლის სექტემბერში დატოვა.
2015 წლის ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში მოხვდა და გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მასპინძელთა გარდა, სერბეთის, იტალიის, თურქეთის და ისლანდიის გუნდებს გაეჯიბრება.