ქართველი მარიამ ბოლქვაძის და უნგრელი ნაომი ტოტკას დუეტი, რომელიც ისრაელის ქალაქ აშქელონში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში ითამაშებს.
ბოლქვაძეს და ტოტკას ნახევარფინალის საგზური უბრძოლველად ერგოთ, რადგანაც რუსი დმიტრიევა და უკრაინელი პისკუნი მეოთხედფინალში მათთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.
ფინალის საგზურისთვის მატჩში მარიამი და ნაომი ებრაელებს – ლანკრის და ნიკოლაევს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ერთეულთა ტურნირშიც თამაშობს და ხვალ მეოთხედფინალში მე-6 განთესვის მქონე ბელარუს ტოლიბოვას ეთამაშება. თავად ქართველ ჩოგბურთელს მე-4 განთესვა გააჩნია.