ჭადრაკი

14:24 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტურუას ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი რჩება

ბერძნულ ერეთრიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალთან ძალიან ახლოს გახლავთ ზურაბ სტურუა (2536), რომელსაც ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი უკავია.

50+ ასაკის მოჭადრაკეთა ტურნირის მე-8 ტურში სტურუა შავი ფიგურებით პეტერ პეტრანს (სლოვაკეთი, 2362) დაუზავდა და 6.5 ქულა მოაგროვა. მისი უახლოესი კონკურენტი ინგლისელი ჯონ ნანია (2601) 6.0 ქულით. უკანასკნელ ტურში ზურაბი თეთრებით სერგეი სმოლინს (უკრაინა, 2272) ეთამაშება და წარმატების კარგი შანსი აქვს. ამავე კატეგორიაში 4.5 ქულით მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა ციალა ქასოშვილმა (2179).

65+ ასაკობრივ კატეგორიაში 5.5 ქულით მე-5 საფეხურზეა ნონა გაფრინდაშვილი (2302), რომელიც თეთრი ფიგურებით რუს ევგენი ვასიუკოვს (2416) დაუზავდა. რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს (2043), მას 3.5 ქულით 30-ე ადგილი უკავია.

0.116827