საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდება.
sports.in.gr-ის ინფორმაციით, ლორია “ოლიმპიაკოსში” წელიწადში 200000 ევროს მიიღებს.
ქართველი მეკარე პირეოსის კლუბში უნგრელი ბალაჟ მედიარის შემცვლელად განიხილება, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.