ფეხბურთი

12:58 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “კარგი შედეგია, მაგრამ ფინალში ჯერ არ გავსულვართ”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” დუბლი შეასრულა, 3:0 გამარჯვების მიუხედავად გულშემატკივრებს ნაადრევად ზეიმისგან თავის შეკავებისგან მოუწოდა. ამის შესახებ მან თავის “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, სადაც მატჩის შემდეგ “ბარსელონას” გასახდელში გადაღებული ფოტოც დადო.

“კარგი შედეგია, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. კიდევ 90 წუთი დარჩა და მიუნხენში ადვილი თამაში არ იქნება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - იუწყება მესი.

0.13053