ჩოგბურთი

12:45 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გულდაწყვეტილი როჯერი მეტოქეს აქებს

სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა, 33 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მადრიდის „მასტერზ1000“-ის მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან 7:6, 6:7, 6:7 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ კი АТР-ის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელს გაესაუბრა.

„უმთავრესი სირთულე ის გახლდათ, რომ მოწინააღმდეგის პირველ მოწოდებას ვერ ვუმკლავდებოდი - ავსტრალიელის მხარეს ბურთის გადაგზავნა მიჭირდა. ამან სათამაშო რიტმიდან ამომაგდო. დამარცხებით მეტად გულდაწყვეტილი ვარ. კირგიოსმა ბოლო ხანს საგრძნობლად უმატა და დიდი საჩოგბურთო პოტენციალიც აქვს. თუკი ნიკი სათანადოდ იშრომებს, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება. ისე, იმთავითვე ვიცოდი, რთული პაექრობა რომ მელოდა“, - განაცხადა გულდაწყვეტილმა როჯერმა.

0.116714