ფეხბურთი

12:21 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ 2014 წელს 79 მილიონი გამოიმუშავა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შარშან 79 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2013 წელთან შედარებით 6 მილიონით მეტია, როდესაც რონალდუმ ასევე პირველი ადგილი დაიკავა. ამ თანხაში ფეხბურთელის მიერ მიღებული ხელფასი, ბონუსები და სპონსორებისგან გადახდილი ფული შედის.

რეიტინგში მეორე ადგილი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” თავდამსხმელს ლიონელ მესის უკავია - 70.5 მილიონი დოლარი. მესამეზე კი, შვედეთის ეროვნული გუნდის და პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩია - 41,8 მილიონი დოლარი.

Forbes-ის ვერსიით 2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”) - 79 მილიონი დოლარი.

2. ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”) - 70,5.

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, პსჟ) - 41,8.

4. გარეთ ბეილი (უელსი, “რეალი”) - 34,9.

5. ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”) - 31,7.

6. რადამელ ფალკაო (კოლუმბია, “მანჩესტერ იუნაიტედი”) - 31.

7. უეინ რუნი (ინგლისი, “მანჩესტერ იუნაიტედი”) - 25,8.

8. ჰამეს როდრიგესი (კოლუმბია, “რეალი”) - 25,4.

9. სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”) - 25,3.

10. ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”) - 19,9.

0.127576