ფეხბურთი

2:19 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაშია"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც მშობლიურ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი დათმო, თამაშის დასრულების შემდეგ მეტოქისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მან მესიზე სიმართლე თქვა, როცა იგი მატჩამდე შეაფასა.

“”ბარსელონა” დიდებულ ფორმაშია. შეთამაშებული შემდგენლობა ჰყავს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. “ბარსა” მხოლოდ მესი არაა და მას ბევრი ჩემპიონი ჰყავს, რომელთაც თამაშის გადაწყვეტა შეუძლიათ.

თამაში კარგად დავიწყეთ, ბურთის ფლობასაც ვცდილობდით, მაგრამ შემდეგ მესიმ მოედანზე მთელი თავისი კლასი დაგვანახა. მე მის შეფასებაში არ შევცმდარვარ. კომპლიმენტი “ბარსელონას” მიმართ. მიუნხენში კი დღევანდელი შედეგის გაბათილებას ვეცდებით”, - განაცხადა გვარდიოლამ “სქაი სპორტთან” საუბრისას.

“ბაიერნი” – “ბარსელონას” მომავალ სამშაბათს უმასპინძლებს.

0.115215