ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც აქტიური სამწვრთნელო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, იტალიური “რადიო 2”-თან საუბარში მისი “მილანში” მუშაობის დაწყების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. გარდა ამისა, მან კომენტარი “იუვენტუსი” – “რეალის” წყვილზეც გააკეთა.
“მილანი”? – არანაირი სიმართლე. 100%-იანი ტყუილია.
“იუვენტუსი”? – შესანიშნავი გამარჯვება იყო, რაც საპასუხო მატჩში მათ განწყობას აუცილებლად აამაღლებს. “იუვე” მადრიდში ისე ითამაშებს, როგორც ეს ტურინში გააკეთა. თანაც, მათ სამი შედეგიდან ორი ხელს აძლევთ”, - ამბობს გამოცდილი სპეციალისტი.
ბოლო დროს ლიპის სახელი “მილანს” დაუკავშირეს, ოღონდ მთავარი მწვრთნელის რანგში არა. “რეალი” – “იუვენტუსის” განმეორებითი თამაში კი მადრიდში 13 მაისს გაიმართება.