თამაშგარე

21:09 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როდიკი მალე მამა გახდება

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი ამერიკელი ენდი როდიკი მალე მამა გახდება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით ენდის უმშვენიერესმა ცოლმა, მოდელმა და მსახიობმა ბრუკლინ დეკერმა განაცხადა და სურათიც ატვირთა.

როგორც გაირკვა, ენდი და ბრუკლინი შვილს შემოდგომისთვის ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ როდიკი და დეკერი 2009 წელს დაქოწინდნენ. ქორწინებამდე წყვილი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

0.13186