როგორც ფრანგული პრესა იუწყება, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “აუგსბურგის” მცველ ბაბა რაჰმანით დაინტერესდა. განელი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად 11 მილიონი სტერლინგი სახელდება.
20 წლის ცენტრალური მცველი განის ეროვნული ნაკრების წევრია. სამშობლო 2012 წელს დატოვა და გერმანულ კლუბ “ფიურტში” ჩაირიცხა, 2014 წელს კი კარიერა “აუგსბურგში” განაგრძო. მოთამაშემ მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა.
მიმდინარე წელს აფრიკის ეროვნებათა თასი გათამაშდა, სადაც რაჰმანმა განის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედლები მოიპოვა.
https://www.youtube.com/watch?v=SOuR2Mm0iQU