მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს განცხადებით, მას სჯერა, რომ “ლაციოს” მწვრთნელი გახდება.
“მე რომში ბევრი მეგობარი მყავს. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს “ლაციოს” მწვრთნელი გავხდები. ასეთია ცხოვრება. მე დავბრუნდი “ატლეტიკოში”, სადაც სული და გული ჩავდე და მე დავბრუნდები “ლაციოშიც” - განაცხადა დიეგო სიმეონემ.
სიმეონე როგორც ფეხბურთელი 1999-2003 წლებში “ლაციოს” ღირსებას იცავდა.