ფეხბურთი

18:11 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ ლიცენზია მიიღო

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ლიცენზირების პროცესი წარმატებით გაიარა და 2015-2016 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის საჭირო ეროვნული ლიცენზია მიიღო. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოს” პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

“საბურთალომ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტში განაცხადი შარშან დეკემბერში შეიტანა.

მიმდინარე წლის 2 მაისს ლიცენზირების კომიტეტმა კლუბს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ “საბურთალომ” ხუთივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა: სპორტული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, საკადრო, სამართლებრივი. შედეგად, საბურთალოელებს უმაღლეს ლიგაში თამაში პრობლემა არ ექნებათ.

თეგებისაბურთალო
0.111241