ჩოგბურთი

17:32 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ მე-2 რაუნდიც დასძლია

პოლონეთის ქალაქ პუშჩიკოვოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს სოფო ქვაცაბაია.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული სანდრა იამრიჩოვა (სლოვაკეთი) 6:2, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-6 განთესვის მქონე ჩეხ ტერეზა მალიკოვას ეთამაშება.

ეგვიპტურ კურორტ შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე. მან “უაილდ ქარდის” მქონე რუს ელიზავეტა ხაბაროვასთან 0:6, 3:6 წააგო.

წარუმატებლად ითამაშა ალექსანდრე მეტრეველმაც, რომელმაც ძალები თურქულ ანტალიაში მოსინჯა. 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფილიპ ორნოსთან (დანია) 2:6, 3:6 დამარცხდა.

0.116485