“ქასიმფაშას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე 12 მაისს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ლექციას წაიკითხავს.
როგორც ინტერნეტპორტალი sporyorum.com.tr-ი იუწყება, ქართველი სპეციალისტი სარაევოს საერთაშორის უნივერსიტეტშია მიწვეული, ხოლო მისი ლექციის თემა “სუფთა” ფეხბურთია. მასთან ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინაში თურქი მწვრთნელი შენოლ გიუნეშია მიწვეული, რომლის ხელმძღვანელობით არველაძე “ტრაბზონსფორში” ასპარეზობდა.
ლექციამდე ქართველი მწვრთნელი სარაევოს ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.