ჩოგბურთი

16:28 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ისრაელის ქალაქ აშქელონში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.

მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ “უაილდ ქარდის” მქონე ებრაელი ვალერია პატიუკი 6:2, 6:3 დაამარცხა, შემდეგ რაუნდში კი ბელარუს ტოლიბოვას და ისრაელის წარმომადგენელ კროლიცკის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და უნგრელი ნაომი ტოტკა პირველ ნომრად არიან განთესილნი და მეოთხედფინალში რუს დმიტრიევას და უკრაინელ პისკუნს გაეჯიბრებიან.

0.109703