ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა და ლონდონური კლუბი კრის რემსის გადაწყვეტილებას ელოდება.
დიდი ალბათობით 53 წლის სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებას მიიღებს და ქპრ-ში დარჩება, იმ შემთხვევაშიც თუ გუნდი პრემიერლიგიდან გავარდება. ლონდონელებს ინგლისის ჩემპიონატში 27 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავიათ, დასარჩენ მე-17 ადგილს 7 ქულით ჩამორჩებიან და “ბარნლისთან” ერთად ჩემპიონშიფის საგზურის მოლოდინში არიან.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს სთავაზობს კლუბი რემსის. ინგლისელი ქპრ-ში ოფიციალურად ივლისამდეა გაფორმებული. კრისმა მიმდინარე წლის იანვარში ჰარი რედნაპი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორ-ორი მოგება და ფრე დააფიქსირა, ხოლო 8 შეხვედრაში მარცხი იწვნია.