საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთის ყველაზე ტიტულიან კლუბ პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალი sport24.gr-ი ირწუნება, რომ 29 წლის გოლკიპერი 5 მაისს ათენში ჩავიდა და 6 მაისს “ოლიმპიაკოსთან” კონტრაქტს გააფორმებს. იგივეს სხვა ბერძნული გამოცემებიც ამტკიცებენ.
ლორია ბერძნულ გრანდში უნგრელ ბალაჟ მედიერს შეცვლის, რომელიც მეორე მეკარე იყო და კლუბში გატარებული 5 წლის მერე, “ოლიმპიაკოსს” დატოვებს.
სავარაუდოდ, ქართველი მეკარე პირეოსელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.