იტალიური “მილანის” ფრანგი თავდამსხმელი ჟერემი მენეზი შესაძლოა მომავალი სეზონიდან “მონაკოს” შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება. მონეგასკური გუნდის ხელმძღვანელებს ყოფილი ფეხბურთელის “ლუი II”-ზე დაბრუნება სერიოზულად განუზრახავთ. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
მენეზი “მილანში” გასულ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და შავ-წითელი მაისურით აქამდე 16 გოლის გატანაც მოახერხა.
27 წლის ფეხბურთელი “მონაკოში” 2006-2008 წლებში უკვე თამაშობდა და მონეგასკების რიგებში 57 შეხვედრაში 14 გოლიც აქვს გატანილი.