ლონდონის “ჩელსის” და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რის საფუძველზეც მოურინიო ლონდონურ გუნდს 2019 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის და სეზონში 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ანუ 14 მილიონ ევროს მიიღებს. პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
“აქ მანამდე დავრჩები, სანამ აბრამოვიჩს ჩემი ყოფნა ენდომება. ლონდონში თავს კარგად ვგრძნობ, აქ ჩემი სახლია”, - ეს სიტყვები “განსაკუთრებულმა” ორი დღის წინ წარმოსთქვა.
ჟოზე მოურინიო “არისტოკრატებს” 2013 წლიდან მოყოლებული წვრთნის, მანამდე კი კლუბში 2004-2007 წლებშიც მუშაობდა. ორიოდ დღის წინ კი მოურინიომ “ჩელსის” ინგლისის პრემიერლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა.